საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით საყდრისზე კვლევა ქართველმა ექსპერტებმა და უცხოელმა ექსპერტმა კლაუდიო მარგოტინიმ ჩაატარა, რომელიც ასევე სააგენტოს კონტრაქტორია.
სააგენტოს დირექტორის ამ განცხადებაზე ჟურნალისტმა და ხელოვნებათმცოდნემ სოფო კილასონიამ გააკეთა კომენტარი : „როგორ შეიძლება დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატაროს ადამიანმა რომელიც თქვენი კონტრაქტორია და რომლის პროექტიც 600 ათასით არის დაფინანსებული, ადამიანი იღებს თქვენი უწყებიდან ხელფასს და პარალელურად მას სთხოვთ ექსპერტიზას. თქვენ მიმტკიცებთ რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზები შეიძლება ჩაატარონ ადამიანებმა, რომლებიც ჯერ არემჯი გოლდის კონტრაქტორები არიან და შემდეგ თქვენი თანამშრომლები ხდებიან“ - განაცხადა კილასონიამ გადაცემა "არჩევანის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






