ევროპის სახალხო პარტიის წევრის იაცეკ სარიუჟ ვოლსკის განცხადებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროპარლამენტარებს გარკვეულ პერიოდში რატიფიცირებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გაუჩნდათ, თუმცა ის აცხადებს რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმება ქართველ ხალხთან ხდება და არა „ქართულ ოცნებასთან“
„ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას თან ახლავს რეზოლუცია, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მისამართით, ეს ეხება დემოკრატიის უკუსვლას, დარღვევებს სასამართლო სისტემაში, შერჩევით სამართალს და ა.შ .
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ასოცირების შეთანხმებას ვაფორმებთ ქართველ ხალხთან და საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც თანამედროვე გახდა და შეიცვალა სააკაშვილის მმართველობის დროს, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ქმედებებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება დემოკრატიის უკუსვლასთან, ჩვენ სერიოზული ეჭვები გვექმნებოდა რატიფიკაციასთან დაკავშირებით. ყველამ რომ იცოდეს ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რატიფიცირება მოვახდინოთ.“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მასალის გამოყენების პირობები






