24 წლის ნიკოლოზ ნატროშვილი რამდენიმე თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის. ნიკას ამერიკაში, მას კლივლენდის კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება, ოჯახს ამოეწურა ყველანაირი ფინანსური რესურსი, ნიკუშას დედამ დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართა, გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.
ნიკუშას მეგობარმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, ამერიკულ საქველმოქმედო საიტზე gofundme, თავის უცხოელ მეგობრებს ასე მიმართა:
“ამ ვიდეოზე ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნიკოლოზ ნატროშვილია, მას 23 ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ მდგომარეობა მაინც კრიტიკულია. სჭირდება 150 000 დოლარი სამკურნალოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლის იმედს აძლევენ. მის ოჯახს ყველანაირი მატერიალური შესაძლებლობა ამოწურული აქვს. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი მეგობრის მდგომარეობა და დაეხმაროთ, რითიც შეგიძლიათ. ასევე გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებში”.
ამის შემდეგ იგივე საიტზე ვკითხულობთ :
“მე უფროსი ლეიტენანტი ჯედ ლედგერვუდი ვარ. ამ დილით ჩემი ქართველი მეგობრისგან ეს მესიჯი მივიღე. საქმე მართლაც სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. გიორგი ჩემი ახლობელია . მან “ვესთ ფოინთის” სამხედრო აკადემია დაამთავრა, ვიცნობ და ვენდობი, როგორც მაღალი ზნეობის მქონე ადამიანს . გთხოვთ, დაეხმაროთ მის მეგობარს“
აღნიშნული ვებ-გვერდიდან ჩარიცხვა მარტივად ხდება. თანხის და საკრედიტო ბარათის მითითებით.
ცნობას გამოხმაურება მალე მოყვა. 20 საათში 130 დონორისგან 8707 ამერიკული დოლარი უკვე შემოსულია.
ყველას, ვინც შეძრა ნიკუშას მდგომარეობამ და სურვილი აქვს დახმარების, თხოვეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს, გაავრცელონ სოციალურ ქსელებში ამ საიტის მისამართი.
http://www.gofundme.com/iwcd0g
მასალის გამოყენების პირობები






