ლანჩხუთელი დეკანოზი საატესტაციო კომისიას ტოვებს
პოლიტიკა - 17:46, 16 Dec, 2014     1499
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დეკანოზმა მირიანმა საატესტაციო კომისია დატოვა.

ამის შესახებ დღეს, ამავე კომისიის თავმჯდომარემ და ამავდროულად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა კილაძემ გვაცნობა.

„გიდასტურებთ, რომ ჩემთან, კომისიის აწ უკვე ყოფილი წევრის, დეკანოზ მირიანის განცხადება, კომისიის შემადგენლობიდან გასვლასთან დაკავშირებით, ამ დილით შემოვიდა. განცხადებაში, კომისიიდან წასვლის მიზეზად დეკანოზი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ასახელებს“-გვითხრა კილაძემ.

პარალელურად, სარწმუნო წყარო იტყობინება, რომ დეკანოზმა საატესტაციო კომისია საპატრიარქოდან შემოსული ზარის შემდეგ დატოვა.

ცნობისათვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 5 თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა და საჯარო მოხელეთა შერჩევის მიზნით საატესტაციო კომისია ჩამოაყალიბა.

სწორედ ამ კომისიის წევრი იყო დეკანოზი მირიანი. თუ ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე კომისიაში, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

დეკანოზი მირიანის ლანჩხუთის საკონკურსო_საატესტაციო კომისიის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ამავე კომისიის თავმჯდომარემ კილაძემ, როგორც თავად გვარწმუნებს, დეკანოზთან შეთანხმებით პირადად მიიღო.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42