ომბუდსმენმა ეკონომიკის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა
პოლიტიკა - 16:44, 16 Dec, 2014     1398

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტზე“ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 27 იანვარს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე ეთქვა უარი, ინფორმაციის გაცემის მიზანშეუწონლობის მოტივით, ნაწილი კი არასრულყოფილი სახით იქნა გაცემული.

ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც აღიარებულია, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, სახელმწიფოს მიერ ამ უფლების რეალიზაცია მისი დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად ნიშანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი ყოველ ადამიანს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს მიზანშეუწონლობის მოტივით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი პირის/პირების მიერ დარღვეულია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც თავის მხრივ არღვევს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ უფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42