დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომლიც მიხედვით, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.
მისი თქმით, დავით ონოფრიშვილის ეს განცხადება სიცრიუს ტირაჟირებაა.
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ოპოზიცია. ონოფრიშვილს შეეძლო, გადაემოწმებინა ის რასაც ამბობდა. ამ დროის მონაცემებით, საკასო შესრულება არის 85%, ვალდებულებთან ერთად 90% და იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე 90% მიუხლოვდება 100%-ს“, - განაცხადა სუბარმა.
რამდენიმე დღის წინ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ გადასახედია იმ სამინისტროების დაფინანსების საკითხი, რომლებიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთ მაგალითად ონოფრიშვილმა დევნილთა სამინისტრო დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






