სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეული ავღანეთში გააცილეს
პოლიტიკა - 13:36, 16 Dec, 2014     1685

ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

გაცილების ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.

„მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი, როგორც იმ რეგიონის სტაბილურობისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ეს მისია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ბიჭები მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი და ყველა შეფასებით მაღალი ქულები დაიმსახურეს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისიას თავს გაართმევენ მაღალ დონეზე და ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ დაფასდება“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დალოცა.

IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეული საერთაშორისო მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში, გერმანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

ქართველმა სამხედროებმა მომზადება ნოემბერში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარეს. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42