საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ქართველი სამხედროები საკუთარ სამშობლოს იცავენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გვერდით შეასრულონ საბრძოლო ამოცანები..
„ეს არის საპატიო მისია და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს შესწევთ უნარი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეასრულონ საბრძოლო ამოცანები ისევე მაღალ დონეზე, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ეს მისია დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ პასუხისმგებლობას თავს მაღალ დონეზე გაართმევენ", - განაცხადა ჯანელიძემ.
დღეს ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გააცილეს.
მასალის გამოყენების პირობები






