„ქრონიკა+“ მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს, პირველი სცენარით „ოცნება“ არჩევნებზე კვლავ კოალიციის სახით წარსდგება, გამოცემის აზრით „ოცნების“ რეიტინგის კლების მიუხედავად, გაზაფხულზე მისი მძლეველი პოლიტიკური ძალა მაინც არ ჩანს.
„ქრონიკა +“-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ „არსებობს „პატრიოტთა ალიანსის“ მოწინააღმდეგეთა ვერსია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამ გუნდის მოსვლა სურს პოლიტიკაში, რათა შემდეგ „ნაციონალების“ ხელახალი დევნის დაწყება მათი ზეწოლით გაამართლოს. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც: რომ კრემლი კარგად ხედავს რუბლივით გაუფასურებული ბიძინა ივანიშვილის გამოსადეგრობას და ცდილობს, ფსონი ახალ მოთამაშეებზე დადოს.“
მეორე ვერსიით, თუ თუკი გაზაფხულამდე „ქართული ოცნება“ დაიშლება, ცალკე აღებულ ნებისმიერ პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება.
გაზეთი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ შანსებზეც საუბრობს, სტატიაში წერია, რომ ალასანიას გუნდს აქვს შანსები პარლამენტში ადგილები მოიპოვოს, თუმცა იმის შანში რომ ეს ადგილები საკმარისი იყოს პოლიტიკურ ამინდზე გავლენის მოსახდენად მინიმალურია.
„ქრონიკა+“-ის აზრით, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ნაციონალური მოძრაობაა“ , რადგან ის არათუ ადრინდელ შედეგს გააუმჯობესებს, არამედ ამჟამინდელი შედეგის გამეორებაც გაუჭირდება.
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






