ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეგდარს რინკევიჩი საქართველოს რატიფიკაციის პროცესში წარმატებას უსურვებს.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პერპექტივა, რომ ახლოს იყოს ევროკავშირთან.
„საქართველომ რეფორმების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს დასაწყისია. მას სერიოზული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ყველა რეფორმის გასატარებლად. საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ იყოს უფრო ახლოს ევროკავშირთან. რა თქმა უნდა ბევრ საკითხზე გვაქვს დისკუსია საქართველოს მთავრობასთან, სასამართლოს თემასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებია და თქვენ მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა რინკევიჩმა.
ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას 17 დეკემბერს მოახდენს. რატიფიცირების წინ 17 დეკემბერს სატრაბურგში დებატები გაიმართება, სადაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ შედგება დისკუსია.
მასალის გამოყენების პირობები






