კომპანია "რიჩ მეტალს გრუპი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის ბრალდებებს პასუხობს.
ამის შესახებ "არემჯი გოლდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, გივი თარგამაძე ცდილობს, მიზანმიმართულად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში.
„გივი თარგამაძე ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ნებისმიერი განცხადება მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. კომპანიის მენეჯმენტის მისმართით გამოთქმულ შენიშვნების საპასუხოდ გვსურს ვთქვათ, რომ "არემჯი" გამჭვირვალე ბიზნესორგანიიზაციაა, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ბიზნესის წარმოების ეთიკურ ნორმებს. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკი და უშუალოდ მისი, ასევე კომპანიის გენერალური დირექტორის სერგეი ეგანოვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ხდება საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, წინა ხელისუფლების დროს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით. რაც შეეხება კომპანიისთვის ლიცენზიის გახანგრძლივების ფაქტს, ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით, რომ თავად ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, წლების განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიის და სამართლებრივი დავის გამო კომპანიას აღნიშნული უბნის სამრეწველო ათვისების შესაძლებლობა არ მიეცა", - ნათქვამია "არემჯი გოლდის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






