კონფერენცია „2015-2017 წლის რეგიონული განვითარების პროგრამა-სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა
პოლიტიკა - 17:44, 15 Dec, 2014     910

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით კონფერენცია „2015-2017 წლის საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა-სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე საქართველოს რეგიონების ფინანსური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე, არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ იმსჯელეს. რეგიონული პოლიტიკის ახალი ფაზის გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე დისკუსიაც მოეწყო. საქართველოს მთავრობამ 2015-2017 წლებისთვის რეგიონული განვითარების პროგრამა წარმოადგინა. ის ევროკავშირის თანმიმდევრულობის პოლიტიკის პრინციპებს ეფუძნება, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკას წარმოადგენს. პროგრამის მიზანს მთალი ქვეყნის მასშტაბით, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება კი, თბილისსა და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს, ასევე დედაქალაქის გარეთ მდებარე სასოფლო-ურბანულ დანაყოფებს შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვრას ეთმობა.

აღნიშნული პროგრამა პირველია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და იგი ევროკავშირში გავრცელებული პროგრამის შემუშავების პრაქტიკას მოიცავს, რომელიც მოდელი იქნება სხვა ქვეყნებისთვის. მხარდაჭერის ნიშნად ევროკავშირმა უკვე უზრუნველყო 30 მლნ ევროს გამოყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს მთავრობას მის განხორციელებაში დაეხმაროს.

„2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 9 ივლისს დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სხვა უწყებებთან კოორდინაციით მოამზადა. პროგრამა საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს განსაზღვრავს. ის ასევე ადგენს საჭირო პირობებს ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარების სისტემური ხელშეწყობისთვის, შემდეგი 3 წლის განმავლობაში.

კონფერენციაში საქართველოს ვიცეპრემიერი კახი კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ვროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42