ომბუდსმენი მოხეში მდებარე სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს
პოლიტიკა - 17:09, 15 Dec, 2014     1303

სახალხო დამცველი სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგეგობის საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა დიდი საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და ამ საკითხის შესწავლა თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ტოლერანტობის დაცვის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატით გათვალისიწნებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის წერილით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ მოხეში მდებარე შენობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. წერილის მიხედვით, კომისიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები არიან, ხოლო კომისიას, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის დამკვირვებლის სტატუსით ჩაბმა გაზრდის კომისიისადმი საზოგადოებრივ ნდობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42