„ნაციონალური მოძრაიობის“ წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, საყდრისთან ბიძინა ივანიშვილს კერძო ფინანსური ინტერესები აქვს.
მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს „RMG Gold“-ის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
„პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას „ულაგებდა“. საქართველოს პროკურორის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა კახა კობახიძე (მეტსახელად კოხა).
ცვლილებები ამით არ ამოწურულა - ფირმის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის წარმოამდგენლის შსს მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ნათელ-მირონი იყო და წლების განმავლობაში თავადაც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში (კუდი, სუსი)“, - განაცხადა თარგამაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, ამის შემდეგ RMG Gold-ის მმართველობაში გამოჩნდნენ ნიკა ქაჩირიშვილი და დავით ბალანჩივაძე. თარგამაძის თქმით, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ტელევიზია მე-9 არხის მენეჯმენტში მოღვაწეობდა.
„შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ კომპანიაში უჩა მამაცაშვილის და როგორც შედეგი ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე. აღსანიშნავია, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხს მიუბრუნდა მას შემდეგ მოხდა რაც 2013 წლის 2 მაისს სამინისტროში შევიდა მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზოლუცია, რომელიც სამინისტროს ავალებდა განეხილა „კომპანია RMG Gold“-ის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. ამ ყოველივეს გათვალიწინებით გასაგები ხდება თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლებზეც ქვემოთ გვქონდა საუბარი",-განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






