საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საყდრისთან დაკავშირებით უპასუხსიმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და საყდრისთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა კითხვას უნდა უპასუხოს.
"ახლა, ალბათ გვიან არის საყდრისის გადარჩენაზე საუბარი. ჩვენ ამ ფაქტს ვუწოდეთ ბარბაროსული ფაქტი. ეს არის საზოგადოების უპატივცემლობა, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა. ეს არის ისეთი რამ, რაც არ უნდა ეპატიოს ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ მომისმენია. ამ დარგის პასუხისმგებელი პირი ემალება მედიას და არ პასუხობს შეკითხვებს. ამიტომაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი გასცეს საზოგადოების შეკითხვებს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






