საქართველოსა და თურქმნეთს შორის ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
პოლიტიკა - 13:58, 15 Dec, 2014     1518
საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკის, კერძოდ ტურიზმის, სატრანსპორტო და ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიისას საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც გამოხატულია ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია საერთაშორისო სამართლის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპის პატივისცემა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ასევე საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეები აღიარებენ, რომ ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობები ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის გამარტივების მიზნით და ასევე, მათი სახელმწიფოს ტერიტორიების გავლით ტრანზიტად მესამე სახელმწიფოებში. მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი ეკონომიკური კავშირების განვითარებას ორივე სახელმწიფოს სატრანსპორტო კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის და ასევე, სატრანსპორტო სფეროში ერთობლივი საწარმოების შექმნას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ თანამშრომლობა უნდა განვითარდეს ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებითა და ორგანიზებული ჯგუფების გაცვლით, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობით, ექსპერტების გაცვლითა და ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო სექტორში კადრების მომზადების ხელშეწყობით.

საქართველოსა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მხარეები საკუთარი კომპეტენციისა და საქართველოსა და თურქმენეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ სახელმწიფოებში არსებული საწარმოების, ორგანიზაციების, კომპანიებისა და სხვა სამეწარმეო სუბიექტების ეფექტიანი ურთიერთობისა და ყველა მიმართულებით საგარეო-ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისათვის.

„ოგუზხანის“ საპრეზიდენტო სასახლეში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილიმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42