რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი სურს.
ამის შესახებ ხუბუტია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, პუტინთან პირადი კონტაქტები აქვს და აღნიშნულ განცხადებას სწორედ ამაზე დაყრდნობით აკეთებს.
„არადა, რაც უფრო დაგვიანდება დიალოგის დაწყება, საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართები უფრო გადმოიწევს. მე, როგორც რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და ქართველი კაცი, ვცდლობ, რაც შეიძლება დროულად შედგეს დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც, პირველ რიგში, საქართველოსვის იქნება კარგი! მე მაქვს გარკვეული ურთიერთობა და კონტაქტები პირადად ვლადიმერ პუტინთან და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი სურს“, - ამბობს ხუბუტია.
მასალის გამოყენების პირობები






