საზოგადოება „ივერიის“ განცხადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 00:44, 15 Dec, 2014     2279
საზოგადოება ,,ივერია“ საგანგებო გაცხადებას აქვეყნებს, რომელსა ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,საზოგადოება „ივერიისთვის“ სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებმა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით. დავალება გულისხმობს მმართველი გუნდისთვის ადგილებზე ახალი საყრდენი ფიგურების მოძიებას და საარჩევნო რეჟიმში მყისიერი გადასვლისთვის მზადყოფნას.

საქართველოს საზოგადოებისთვის და თვით ხელისუფლებისთვისაც სულ უფრო ნათელი ხდება პოლიტიკური კრახი, რომლისკენაც მმართველი კოალიცია დაჩქარებული ტემპით მიექანება. „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოს არაფორმალური ლიდერისთვის ცხადი ხდება ის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიცია პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულ მდგომარეობაში მივა. ხვდებიან იმასაც, რომ ამ დროისთვის შედგება ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების აღმოცენება და კონსოლიდაცია. ამდენად, რეალობა „ქართულ ოცნებას“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებს.

აქედან გამომდინარე, თავის არსებობის გახანგრძლივების მიზნით, მმართველი რეჟიმი აპირებს მიმართოსმის მის არსენალში დარჩენილ უკანასკნელ საუალებას - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. გათვლა გასაგებია : ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზებით, არჩევნები ჩატარდეს ისეთ პირობებში და ვადებში, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მიეცეს საშუალება დამსახურებული პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს კორუმპირებულ და დისკრედიტებულ რეჟიმს, და მან შეძლოს კიდევ, მინიმუმ ოთხი წლით, გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა და ამომრჩევლების მოტყუება.

ამის დაშვება არ შეიძლება! თუ საქართველოს უნიათო, კორუმპირებულ რეჟიმსა და მის არაფორმალურ ლიდერს მივეცით ამ გეგმის განხორციელების საშუალება, მათ შეიძლება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი დაღუპვის პირას მიიყვანონ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რიგგარეშე არჩევნებით დღევანდელი ხელისუფლების არსი და ბუნება არ შეიცვლება. ამით ის მხოლოდ გაიხანგრძლივებს თავის არსებობას, დაანგრევს საქართველოში ძლივს დამკვიდრებულ ნორმალურ, დემოკრატიულ საარჩევნო ციკლს, გარანტირებულად დააქცევს ქვეყნის ეკონომიკას და საბოლოოდ ჩააბარებს ჩვენს სამშობლოს ოკუპანტს!

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საზოგადოების წიაღში მომდინარეობს ნორმალური, პროფესიული, პატრიოტული პოლიტიკური ძალების ფორმირება, რომლებიც სულ მალე შესთავაზებენ საზოგადოებას წარმატებული განვითარების გზას. ასეთი ძალების ხელისუფლეაში მოსვლის არდაშვება არის სწორედ მმართველი რეჟიმის მიზანი. ნუ მივცემთ კორუმპირებულ რეჟიმს ამის საშუალებას!

საზოგადოება „ივერია“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი კოალიციისაგან ხელი აიღოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ანტიდემოკრატიულ იდეაზე და გააკეთოს ამის შესახებ საჯარო განცხადება. მოვწუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, მხარი დაგვიჭიროს ამ მოთხოვნაში.

დავიცვათ ჩვენი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი!“, - ნათქვამია ,,ივერიის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42