,,ძალადობა საკუთარ კულტურაზე“ - ,,თავისუფალი დემოკრატები“ საყდრისის მოვლენებს ეხმაურებიან
პოლიტიკა - 18:31, 14 Dec, 2014     3055
,,დღეს, საქართველოში, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემა აშკარად ცდება მეცნიერული ან ქონებრივი დავის ფარგლებს და მთელი სიგრძე-სიგანით აყენებს ჩვენი ხელისუფლების, მთელი ჩვენი საზოგადოების მორალური და ფასეულობითი სისტემის საკითხს.

საზოგადოების ერთი ნაწილი, საყდრისის დაცვის კომეტეტი, რომელიც ყაჩაღიანის ბორცვის დანგრევის წინააღმდეგია, მიიჩნევს, რომ ოქროს მომპოვებელთა (RMG GOLD) მიერ ნადგურდება ისტორიული და კულტურული ძეგლი. ეს ადამიანები ითხოვენ რაციონალურ, მეცნიერულ დასაბუთებას, მხოლოდ რომლის საფუძველზეც იქნებოდა კანონიერი საყდრისში განახლებული სამუშაოები. ამიტომ, მათი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, მისი უგულებელყოფა კი საზოგადოების საფუძვლიანი და კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას ნიშნავს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ვუერთდებით ყაჩაღიანის ბორცვის განადგურების წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტს.

ამავე დროს, მართლაც არსებობს ქართველი და ევროპელი მკვლევრების მიერ დასაბუთებულად მიჩნეული თვალსაზრისი, რომლის თანახმად საყდრისში აღმოჩენილია უძველესი ოქროს საბადო, რის გამოც ყაჩაღიანის ბორცვი არა მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ვიდრე ეს მტკიცება არ გაქარწყლდება არანეკლებ კომპეტენტური და საფუძვლიანი მეცნიერული შესწავლით, არავითარი უფლება არ გვაქვს, გასანადგურებლად გავიმეტოთ საყდრისი, რათა არ მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი, როგორც ჩვენს ეროვნულ, ასევე მსოფლიო კულტურასა და ისტორიას. ასე არ იქცევიან ცივილიზებულ ქვეყნებში. გარდა იმისა, რომ, ეს არის ძალადობა საკუთარ კულტურაზე და საკუთარ მოქალაქეებზე, ეს არის ნამდვილი ბარბაროსობა.

ამრიგად, როგორც საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნის აბუჩად აგდება, ასევე თუნდაც მხოლოდ სავარაუდო მსოფლიო კულტურის ძეგლის განადგურება, ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ, არსებითად ანტიევროპულ ტენდენციას ამჟღავნებს, რომელთა განმახორციელებლად ამ შემთხვევაში გვევლინება არა პროკურატურა, არამედ კულტურის სამინისტრო და შესაბამისად მთავრობა.

სამწუხაროა, რომ ამას ჩადის "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რითაც "ნაციონალების" მმართველობის სტილსა და ტრადიციას აგრძელებს. ესეთი რამ კი არავის ეპატიება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42