,,თითქმის ერთი წელია საყდრისის მაღაროსთან, პატრიოტთა ჯგუფი იცავდა საქართველოს თვითმყოფადობას. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების აბსოლუტურ გულგრილობისა და საკუთარი მოქალაქეების იგნონირების ფაქტს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა იქ პატრიოტთა ჯგუფი საყდრისს იცავდა, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას არ დაეშვა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა.
პარადოქსია, როცა გერმანიის არქეოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დანგრევის მიზეზი არ გამხდარიყო მატერიალური ინტერესი, პასუხად საქართველოს მთავრობამ საყდრისს მოუხსნა ძეგლის სტატუსი და ნება დართო, ოქროს მოპოვება დაწყებულიყო!" - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე, მის ზურგს უკან. ყურად არ იღო არც ადგილობრივი, არც უცხოელი პროფესიონალების აზრი.
"ხელისუფლებას დაავიწყდა ევროპული კონვენციების მოთხოვნები. შედეგად ეროვნული კულტურა კომერციულ ინტერესებში გაიცვალა.
ადგილებზე მუზეუმების (in situ) შექმნითა და ფუნქციონირებით, ისტორიული არტეფაქტების მემორიალიზაციით, დღეს თანამედროვე სახელმწიფოები, საკუთარი მატერიალური მემკვიდრეობის დაცვაზე და არა ნგრევაზე არიან ორინეტირებულნი. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ, ტაივანში ”ჟინგუაშის ოქროს ეკოლოგიური პარკი” (Jinguashi Gold Ecological Park), რომელიც ყოფილი ოქროს მაღაროს ადგილზე შეიქმნა და ტურიზმის ობიექტის დანიშნულება აქვს.
თანამედროვე სახელმწიფოები კუტურულ მემკვიდრეობაში ინვესტიციების ჩადებით, არა მარტო იცავენ ისტორიულ მემკვიდრეობას, არამედ ქმნიან სამუშაო ადგილებს და კუტურული მემკვიდრეობას ეკონომიკის განვითარების ფაქტორად აქცევენ.
საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ გაეზიარებინა კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ სამრეწველო მემკვიდრეობის (საყდრისის უნიკალურობა ამ კუთხითაც გამორჩეულია) დაცვის თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება, ის თავისი ქმედებით ვანდალებს და თალიბებს დაემსგავსა. ფაქტია, დამოუკიდებელ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში ხელისუფლება საზოგადოების საპირისპირო მხარეს დადგა," - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






