საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
პოლიტიკა - 09:50, 15 Dec, 2014     1982
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა. აშხაბადში გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამოდოვს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით. ქართული და თურქმენული მხარეები ერთობლივ დოკუმენტებსაც მოაწერენ ხელს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის სფეროსში, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმს მოინახულებს, რის შემდეგაც თურქმენეთის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე.

ქვეყნის პირველი პირი საქართველოში დღეს დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42