დეფაქტო ცხინვალი: დღეს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში
პოლიტიკა - 19:28, 13 Dec, 2014     2228
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირი დიალოგისთვის მზაობის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას და მინისტრის აპარატის ანგარიშს ეხმაურება.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მორიგ ინსინუაციებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან კონტაქტების თაობაზე რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით აიძულოს სამხრეთ ოსეთი, საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს. დღეს ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში ან მის მეზობელ რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან. ჩვენი საზოგადოების მოსყიდვა სამედიცინო დახმარებით, რომელთაც ჩვენს მოქალაქეებს დასავლეთის გრანტებით და სხვადასხვა ფონდებით აღმოუჩენენ ხოლმე, აბსურდულია. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით დაბალი სოციალური გარანტიები აქვთ, ხოლო მკურნალობა და წამლები _ ძვირადღირებული და მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არაა. რაც შეეხება გაზიფიკაციას და სოციალური საცხოვრებლების მშენებლობას, პოსტკონფლიქტურ აღდგენით სამუშაოებს, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რომელიც ქართულ-ოსური 1993 წლის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკურ აღმშენებლობას ითვალისწინებდა, საქართველოს ერთი რუბლი არ გამოუყვია მის მიერ სამხრეთ ოსეთში დანგრეული ობიექტების აღსადგენად", - აცხადებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს ცხინვალის რეგიონს, რუსეთია.

ქართული მხარე ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მისი უწყების 2-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა - "ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმით და ბუნებრივია, აქ დე ფაქტო ხელისუფლებაც იგულისხმება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42