ინტერვიში, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,,ნიუპოსტს“ მისცა, საუბარია თბილისის სარეკლამო ბანერებზე რუსული კომპანია ,,აეროფლოტის“ რეკლამის განთავსებაზე, სადაც ე.წ. ,,ტრიკოლორია“ გამოსახული. შაშკინი მიიჩნევს, რომ ქვეყანა, რომლის დროშიც ქვეშ აფხაზეთის და ცხინვალის ანექსია გრძელდება, იმ ქვეყნის სიმბოლიკა საქართველოში არ უნდა იყოს გამოფენილი. მისი თქმით, შეუძლებელია ვაშინგტონში ვინმემ ,,ისლამური სახელმწიფოს“ მწვანე დროშა იხილოს თუნდაც სარეკლამო ბანერებზე ვინმეს ბიზნესინტერესების გამო.
რუსული დროშის აკრძალვის საკითხს არასერიოზულ მიდგომად თვლის ,,რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი. რუსულ გამოცემასთან საუბარში ის აცხადებს, რომ საქართველოში კანონმდებლობით საბჭოთა სიმბოლიკაა აკრძალული. ,, ხოლო საკითხი, რომელიც შაშკინმა წამოწია, სერიოზული მიდგომით არ გამოირჩევა“ - აღნიშნა დავითნ ბერძენიშვილმა ВЗГЛЯД-თან კომენტარში.
მასალის გამოყენების პირობები






