ლევან დოლიძის გადადგომა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - ზვიად კვაჭანტირაძე
პოლიტიკა - 14:05, 13 Dec, 2014     1908
ზვიად კვაჭანტირაძე დოლიძის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, კვაჭანტირაძის თქმით, საკითხის გარშემო კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობას შორის ჯერ არ გამართულა.

"თავისი ბეგრაუნდიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იყო და დარჩება ალბათ კვლავაც ძალიან საინტერესო პროფესიონალად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს მისი გადაწყვეტილება იყო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. კადრებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს არის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის პრეროგატივა. თუ კონსულტაციები იქნება პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მალე უნდა იქნეს მიღებული. ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ღირსეულ კანდიდატურას ამ თანამდებობაზე, რომელიც ღირსეულად წარუძღვება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს ნატოსთან,"-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ლევან დოლიძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა. დოლიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 10 დეკემბერს გამოიცა, ხოლო ის პოსტს 26 იანვარს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ლევან დოლიძის შემცვლელი.

ლევან დოლიძის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს მისი ძმა, თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების მიუხედავად ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი, ლევან დოლიძე, თებერვალში დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალის მომზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42