,,როგორ უკრაინაა დაქცეული და ვერ მოაგვარებს პრობლემებს რუსთთან ურთიერთობის გარეშე, არ შეიძლება ქვეყნის თვითმიზანი იყოს ნატოსა და ევროკავშირშ გაწევრიანება, ჩვენი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება გადის რუსეთზე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
აქვს თუ არა შანსი ხელისუფლებას მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა ისე, როგორ 2012 წელს, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამის შანსი ,,სამწუხაროდ არ აქვს“.
როგორც ,,ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდრმა ,,რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, ხელისუფლება არის ,,სხვაზე მიჩერებული და უუნარო“
,,ჩვენ ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამედაობა იმის შიშით, რომ ვიღაც უარა და ვაი პატრიოტმა ან ნამდვილმა პატრიოტმა, რომელიც შემცდარია და ასე ფიქრობს, არ მიმაწებოს პრორუსული იარლიყი. ვერ ბედავს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ქვეყენას სჭირდება. “ - განაცხადა ბურჯანაძემ.
,,როდესაც საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზებაზე, რომ შევხვდეთო და პასუხობს, რომ მე დაველაპარაკები ჩემს დასავლელ კოლეგებს და პარტნიორებთან გადავწყვეტ ამ შეხვედრის თაობაზეო, როცა ჩვენი მინისტრები ინიშნებიან იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა ისინი დასავლელ პარტნიორებს, როცა ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ძალიან მნიშვნელოვან წინადადებას გაზსადენთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, ნათელია რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც კი აღარ არის“, - მიიჩნევს ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






