,,აქ მოვისმინე, რომ კაცი თუ გაქცეულია, ის ტყუის და დანაშაული აქვს ჩადენილი. აქ შეაქეს გამსახურდია და ის იდევნებოდა ისე, როგორ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. თუ ის ტყუოდა ასე ვტყუით მაშინ ყველა...“, - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ და მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს მიმართა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა გაიხსენა.
,,ბატონო ნოდარ 25 წელი ჰქონდა მამაჩემს ბრალად წარდგენილი, სახელმსწიფო ღალატის ბრალდებით, იმიტომ, რომ მან თავის წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობაში, მეც ამის გამო ვიყავი გაქცეული...
აქ განვლილ ორ წელზე იყო საუბარი და ორი წლის შემდეგ ჩვენ გვიწევს ბრძოლა, რომ რუსულ ტანკებს არ დავუგოთ გზები, თქვენ ნახეთ გუშინ აქცია კახეთში... ჩაბნელებლი საბურთალოდან მოვედი აქ და პირადად ვეცნობი რეგიონებში ადამიანების ცხოვრებას. როცა ინვესტორებს წიხლებით გავყრით აქედან , როცა შემოსავლის წყაროს არ ვუტოვებთ მოსახლობას, როცა იუსტიციის მინისტრი პირდაპირ გადაწყვეტს, რომ საკუთრების უფლება გაუუქმოს ამ ინვესტორს და ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო ასი ათასობის ჩვენი მოსახლე, რომელსაც საკუთრების უფლება გაუუქმეს მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც ჩვენ უფასოდ დავურეგისტრირეთ ეს უფლებები, დღე გაჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა იუსტიციის სახლი, რომლის აშენებასაც დღეს გვთხოვს თქვენი დაწუნებული უკრაინა. განათლების გაჩერებაზე თუ ვსაუბრობთ, გაჩერებულია ბათუმის უთანამედროვესი ტექნოლიგიური უნივერსიტეტი, ყველა შემოვლითი გზა, საქართველოა გაჩერებული მეგობრებო... ცოტა ხანში ჯანდაცვა კი არა ქვეყანა აღარ გვექნება, ენგურზე გაუჩნდა უკვე პრეტენზია მოსკოვს“, - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






