ვიცე პრემიერმა კლახი კალაძემ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის სოციალური ფონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დამძიმებულა, არამედ ის წინა წლებშიც მძიმე იყო, თუმცა კახი კალაძე აღიარებს, რომ მთავრობას სიტუაციის გამოსასწორებლად ბევრი სამუშაო აქვს გასატარებელი:
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა 2012 წლიდან არ გაუარესებულა, ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ 9 წლიან პერიოდს და გულწრფელად გითხრათ, ჩემთვისაც უკვე უხერხულია სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის ხსენება, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას განხორციელებულ პროექტებზე და რეფორმებზე უნდა ვესაუბროთ, რაც 2 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს“ განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






