ეკონომიკის მინისტრის საგანგებო განცხადება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-თან დაკავშირებით
პოლიტიკა - 21:38, 12 Dec, 2014     1992
12 დეკემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა ბოლო დღეების მანძილზე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ:

„ჩვენი სურვილია, რომ ეროვნულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ნორმალური ფუნქციონირების და განვითარების საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ამას ისახავდა მიზნად საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ მიღწეული შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის კვირაში 14/14-სიხშირიანი პარიტეტული ფრენების შესახებ. თუმცა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც შემდეგ მოხდა - კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის მხრიდან ზეწოლა სახელმწიფო მოხელეებზე და ამგვარი ზეწოლისა და შეურაცხყოფების შედეგად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის იძულება.
მთავრობაში გამართული მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: უახლოეს პერიოდში ტექნიკური კონსულტაციების გამართვამდე, გაუქმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება; აღდგეს 14-14-სიხშირიანი გრაფიკი და საქართველოს მხრიდან 14-ვე სიხშირეზე დანიშნული იქნას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“.

მინდა ასევე განვაცხადო, რომ ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივი კომპანიებისთვის ხელის შეწყობა, სწორედ ამიტომ დავხარჯეთ დიდი ძალისხმევა და დავთანხმდით 14-სიხშირიან გრაფიკს. ამიტომ მივანიჭეთ საქართველოს მხრიდან კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ 14-ვე სიხშირე. თუმცა, როგორც ჩანს, „ჯორჯიან ეარვეის“-ს სურს, ფრენების სიხშირეების ხელოვნურად შემცირების გზით შეინარჩუნოს ბილეთებზე არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს არანაკლებ მნიშვნელოვან პრიორიტეტთან - განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი, ხელი შევუწყოთ ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი სასტუმროების მშენებლობას, სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა მილიონამდე თანამემამულემ ხელმისაწევდომ ფასად შეძლოს, საკუთარ ოჯახებთან და სამშობლოსთან იქონიოს მუდმივი კავშირი და ეს კავშირი არ გაწყვიტოს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ დროს, როდესაც სულ რამდენიმე დღის შემდეგ იყო დაგეგმილი ტექნიკური კონსულტაციები, ამგვარი სიტუაციის გამწვავება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის მხრიდან ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმისთვის მოწოდებულნი, რომ ვინმეს სახელმწიფოსთან ამგვარი ენით საუბრის უფლება მივცეთ.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42