საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები 31 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
დედაქალაქის ბიუჯეტს მხარი "ნაციონალური მოძრაობის" სამმა და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ორმა წევრმა არ დაუჭირა .
2014 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვა დედაქალაქის საკრებულოში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა .
"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ორჯერ სეკვესტრირებული ბიუჯეტის გამო დედაქალაქის მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თავად სახელისუფლებო გუნდი კი "ნაციონალურ მოძრაობას" ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის გამო ადანაშაულებდა.
"შევისწავლოთ, რატომ დააკლდა თბილისს 110 მილიონ ლარზე მეტი, მიზეზების დადგენის შემდეგ დადგეს თანამდებობთა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა არასწორი და გაუთვლელი მუშაობის გამო მივიღეთ ეს შედეგი," - აცახდებს თამაზ შოშიაშვილი.
"თბილისელებმა თვითმმართველობის არჩევნებზე გამოუტანა განაჩენი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არასწორად დაგეგმა ბიუჯეტი და ჩვენ ჩაგვიდო ის თანხები, რომლებიც არასდროს შემოსავლებში არ იქნებოდა ასახული," - აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლი ჯაბა სამუშია.
სამუშიას თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად 11 000 ოჯახისთვის მოხდება დასუფთავების დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა და ამას ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარი დასჭირდება. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად 17 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მერიის სტრუქტურებში, ძირითადად ტრანსპორტის სამსახურში, საბავშვო ბაღების სააგენტოში და დასუფთავების სამსახურში, მიეცემა მე-13-ე ხელფასი.
2015 წლის ბიუჯეტი შესულია უკვე საკრებულოში და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების შემდეგ საკრებულოს დეპუტატები მსჯელობას უკვე მომავალი წლის ბიუჯეტზე დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები






