პარლამენტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პოლიტიკა - 19:56, 12 Dec, 2014     2358

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტი 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია.ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს "ერთანი ნაციონალური მოძროაბისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე.

კანონპროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 140,0 მლნ ლარით გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი და 8 030,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 800,0 მლნ ლარით აღემატება, ხოლო მშპ-ს 25,2%-ს შეადგენს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წელის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 140.0 მლნ ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს.

2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით).

2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით შემცირებულია 15.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10 ლარით 160 ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42