სოფელ ცხავერში ელექტროგამანაწილებელი ქსელი ღარიბაშვილმა კალაძესთან ერთად დაათვალიერა
პოლიტიკა - 19:03, 12 Dec, 2014     1729

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერი ადგილობრივებს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და მათ ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა.

„ძნელია წარმოიდგინო, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ. 10 წლის განმავლობაში ხალხს ილუზიაში აცხოვრებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ჩვენს ხელისუფლებას დახვდა ჩაბნელებული სოფლები, სადაც ხალხს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, არ ჰქონდა წყალი და გზა. მომავალი წლის ბოლოს საქართველოში აქამდე უშუქოდ დარჩენილ ყველა სოფელს ექნება ელექტროენერგია. ჩვენ არ გავცემთ ცრუ დაპირებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ელექტრიფიცირების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დღეისთვის დასრულებულია 13 სოფლის ელექტრიფიცირება, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 9 სოფელში, უახლოეს მომავალში კი ელექტროქსელის გაყვანა კიდევ 5 სოფელში დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები მუცოში, ელექტრიფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42