რაულ ხაჯიმბას განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ, პარლამენტის ოპოზიციური ნაწილის წევრების განცხადებით ეს არის უსაფუძვლო და პროვოკაციული განცხადება.
„ეს არის უკვე ძალიან შემაშფოთებელი. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა გააქტიუროს საერთაშორისო მაშტაბით თავისი საქმიანობა“. - განაცხადა "თავიუსფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კი მსგავსი განცხადებების გაკეთების საბაბს ხაჯიმბას საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აძლევს:
„რაკიღა აფხაზეთის მხარე ნებისმიერი მოთხოვნის შემდეგ საქართველოს კაპიტულანტური ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ უკან დახევას ხედავს, მათ უჩნდებათ ახალი მოთხოვნები, ახლა პრიციპულია რომ ქართულმა საზოგადოებამ აქტიურად ამოიღოს ხმა“.- აცხადებს წიკლაური.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ენგურჰესის საკითხზე ისაუბრა, რაულ ხაჯიმბას თქმით, საჭიროა, რომ საბოლოოდ განისაზღვროს ვინ არის ენგურჰესის მფლობელი, მისი აზრით ამ საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტალურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან.
მასალის გამოყენების პირობები






