"მე ძალიან კონკრეტული შეთავაზება მაქვს ბატონ ნოდარ ხადურთან, რამდენი ხანია ჩვენ გვესმის ციფრებით მანიპულირება, ბატონი ნოდარი ამტკიცებს ერთს ჩვენ ვამტკიცებთ მეორეს, რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრთანაც დაიდო საჯარო პირობა რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება და ამის მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.
მოდით ბატონო ნოდარ, გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება , სტენოგრამაც კეთდება და შეგიძლიათ ოფიციალურ შემოთავაზებად ჩათვალოთ, მე ძალიან კონკრეტულ რამეს გეტყვით: თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულობებში შეკრიბავთ 9 105 000 000-ს , ეს ის არის რაც დაგეგმილი გაქვთ ოფიციალურად, და გადასახდელებში დახარჯავთ 9 080 000 000-ს , ესეც ის ციფრია რომელიც დაგეგმილი გაქვთ, მაშინ მე საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული , რის პირობასაც თქვენ იძლევით, და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს, თუ თქვენ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ მაშინ იქნებ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს, თუ თქვენგან ამ პირობაზე დღესვე ოფიციალურად იქნება თანხმობა, ავტომატურად ჩათვალოს ყველამ რომ ჩემი პირობაც ძალაში შედის,"- განაცხადა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






