ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ მიღებული 2787 განცხადება.
პოლიტიკა - 17:46, 12 Dec, 2014     1120

გთავაზობთ ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

საქართველოს პროკურატურა

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორცილებული ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ შევიდა 2787 საჩივარი/განცხადება.

2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროს სისტემაში თანამდებობიდან სულ გათავისუფლდა 116 პირი. მათგან 32 გათავისუფლდა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობის ფაქტზე, რომლებსაც ადგილი ქონდათ 2012 წლის 20 ოქტომბრამდე.

უწყებაში შევიდა "დაახლოებით" 1000-მდე განცხადება, საიდანაც 200 შემთხვევაში გამოიკვეთა არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და შესაბამისად ეს მასალები გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

იმ განმცხადებელთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს ცენტრს და თავს მიიჩნევდნენ წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და წამების მსხვერპლად შეადგენდა 65–ს.

IDFI-ს აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოცემულ განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით აწარმოონ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ამ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესის საგანზე საზოგადოების ინფორმირება, არსებული პრობლემების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზებზე საჯარო დებატის გამართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42