საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილის განცხადებით, არის სამინისტროები რომლებსაც თანხების ათვისების პრობლემა აქვთ. ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უწყებების ხარჯები მათი პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა განსაზღვროს და გადასცეს მათ, ვისაც ფულის დახარჯვა შეუძლია.
"მაგალითად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს შვიდ თვეში ათვისებული ჰქონდა მისთვის გამოყოფილი თანხების 23% და ახლა, 11-თვის მდგომარეობით არის 60%. თანხები კი, ისეთ პროგრამებს ეხებოდა, რომელიც განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს არის შემთხვევა, როცა თბილისში იძულებით გადაადგილებულებს ასახლებენ, მაშინ როცა თანხები არსებობდა და პრობლემის მოგვარდება შეიძლებოდა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






