სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი კოდუა, ხელისუფლებას და კომპანია "არიზენას" შორის შექმნილ სიტუაციას, ეხმაურება.
გიორგი კოდუას მთავრობასა და კომპანიას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე, განსხვავებული შეხედულება აქვს და თვლის რომ საქმის რეალური არსი, მიზანმიმართულ გარიგებაშია.
„არა მხოლოდ ქართულ კომპანიებში არის მორატორიუმი, ახლა გადაწვდნენ გარე კომპანიების გაჩერებასაც. ახლა გამოდის „ჯორჯიან ეარავეისი“ რომ შეაჩეროს უცხოური კომპანიები იმიტომ რომ აზარალებს ქართულ ავიაციას. მე უკვე მიმყარდება ეჭვი რომ ეს არის მიზანმიმართული ლობირება.
ავიაკომპანია აირზენას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი პროტესტი ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების შემოსვლას უკავშირდება, რომლებიც არაჯანსაღი კონკურენციის გზით ქართულ ავიაკომპანიებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებენ. აირზენას თანამშრომლები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსული ავიაკომპანიებისთვის მინიჭებული ფრენების სიხშირის შემცირებასაც მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






