გარემოს დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხორკიშვილი ვერ ხვდება რის საფუძველზე აკეთებს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი განცხადებას, რომლის მიხედვით „ენგურჰესი“ აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს.
"ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მე უბრალოდ ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხვდები. თავად შპს „ენგურჰესის“ წილების 100-პროცენტიანი მფლობელიც სახელმწიფოა. არ მგონია, რომ ამ განცხადებამ რაიმე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით. ამ განცხადების კონკრეტულ დეტალებს არ ვფლობ, შესაბამისად კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება“, - განაცხადა ხოკრიშვილმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის თქმით, ყველაფერი რაც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს. ხაჯიმბას მიაჩნია, რომ მთავარი ენერგო ობიექტის კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია.
მასალის გამოყენების პირობები






