„მაინტერსებს რა ვალი გაქვთ შიხიაშვილის ესეთი, რომ ასე გაუზარდეთ ამ დეპარტამენტს დაფინანსება“, - ამ კითხვით უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართა.
ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისთვის ბიუჯეტიდან თანხები არასწორედ არის გამოყოფილი.
„ოცნების ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიუროკრატია საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად. კონკურენციის სააგენტოსთვის გამოყოფილია 1,900 000ლარი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის - 1, 300 000 ლარი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსხურისთვის 7, 450 000 ლარი, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთვის 4, 200 000 ლარი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2, 150 000 ლარი. ჯამში ეს ბიუროკრატია მოსხლეობას უჯდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ბიუჯეტი არის იმ ფორმაში, რომ შიხიაშვილს მისცეს 7, 450 000 ლარი? მაინტერსებს რა ვალი გაქვთ შიხიაშვილის ესეთი, რომ ასე გაუზარდეთ ამ დეპარტამენტს დაფინანსება. ასევე მაქვს მეორე კითხვას, გასულ კვირას თქვენ შცვალეთ საგადასახადო სამსახურის უფროსი. თქვენ სულ თქვენი უწყების წარმატებაზე საუბრობთ, თუ ასეა რატომ გახდა საჭირო საგადასახადო სამსახურის უფროსის შეცვლა, თუ თქვენს შემთხვევაშიც ჭიკაიძის მსგავსად მოხდა, გაიღვიძეთ და ახალი თანამშრომელი დაგხვდათ სამსახურში“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






