"ნათლიმამას" როლი ივანიშვილს არ გამოსდის - ხატიაშვილი
პოლიტიკა - 14:22, 12 Dec, 2014     1928

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, ეუთოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ - „ODIHR-ის დასკვნაში ასახულია რეალობა და ეს რეალობა ბიძინა ივანიშვილის ნების შემთხვევაში გამოსწორდება“.

ხატიაშვილის თქმით დასკვნაში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულება, სწორედ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რადგან თუ ODIHR-ის რომელიმე რეკომენდაცია, მოეწონება ივანიშვილს, ის გასცემს ბრძანებას და პარლამენტიც შეასრულებს ამ რეკომენდაციებს.

"თუ ბიძინა ივანიშვილს მოეწონება ამ დასკვნაში რომელიმე რეკომენდაცია, გასცემს ბრძანებას და პარლამენტი გამოასწორებს. მახსენდება ძალიან კარგი ფილმი "ნათლიმამა". მარლონ ბრანდო თამაშობდა ნათლიმამის როლს, ბიძინა ივანიშვილს კი ამ როლის თამაში არ გამოდის. წლების მანძილზე ხდებოდა ზეწოლა სასამართლოზე და ეს ტენდენცია გრძელდება. ხშირად ვუსმენ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ზეწოლა მოიხსნა. თუმცა, როდესაც ადვოკატებს არ აძლევენ სისხლის სამართლის მასალებს და შემდეგ ამ მასალებს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, იხილავენ მთავრობის სხდომაზე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანალიძე ასკვნის არის თუ არა დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში, ეს არის ზეწოლა როგორც სასამართლოზე ასევე პროკურატურაზე. მეორე მომენტია, რომ პირი ჯერ არ დაუკავებიათ და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს მოსამართლისთვის არის მესიჯი, რომ მან ეს ადამიანი რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა გაამტყუნოს. ასეთმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა გამოიწვია ეს დასკვნა. თვითონ სასამართლოში გამოჯანსაღდა მდგომარეობა. გამამართლებელი განაჩენის რიცხვი 300-400%-ით გაიზარდა. გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ ასრულებენ სახელმწიფოსა და პროკურატურის დავალებებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42