საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული სფრეროების განვითარების შესახებ. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, სომხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი თენგიზ შარმანაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






