როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, გაზეთი უკვე დარიგდა ქუთაისსა და თბილისში. მისივე განმარტებით, გაზეთი მოიცავს დოკუმენტურ მასალას ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კლანის ბიზნესინტერესების შესახებ. ირმა ნადრიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ ვის ჯიბეში მიდის მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული.
,,ეს არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოშვებული გაზეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მასალა ძალიან მოცულობითია და ჩავთვალეთ, რომ ამას ერთი ბრიფინგი ვერ დაიტევდა, ამიტომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ყველა ჩვენი დოკუმენტური მასალა, რაც გვქონდა. ეს არის ტენდერების თემა თუ როგორ საქმდებიან ღარიბაშვილის და თამაზაშვლის ნათესავები. გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი თავისი ფულით ინახავენ ღარიბაშვილის და თამაზაშვილების ნათესაობას. მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ამის გამო ვერ შოულობენ სამასხურს, ამის გამო ვერ იზრდება პენსია, ადამიანებს უხსნიან სოციალურ დახმარებებს და ბიუჯეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ კლანის დაფინანსებაზე მიდის. ეს არ იქნება ერთჯერადი გაზეთი - ჩვენ ვაპირებთ, რომ პრობლემატურ თემებთან დაკავშირებით გამოვუშვათ პერიოდულად. ამჯერად უკვე დავარიგეთ ქუთაისსა და თბილისში და ვაპირებთ დარიგდეს მთელ საქართველოში“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები






