საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო უწყებებში არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლებას ნიჭიერი სტუდენტებით აპირებს.
მისი თქმით, დღეს სამინისტროებში ბევრი არაკომპეტენტური კადრია და მათი ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება.
„საჯარო სამსახურის რეფორმა დაწყებულია. ვიცი რომ ბევრი არაკომპეტენტური თამნაშრომელია სამინისტროში. როდესაც მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი, გამოვაცხადე კონკურსი, სადაც დაახლოებით 500-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 130 შევარჩიეთ, ნაწილი ავიყვანეთ შტატში და დანარჩენებმა სტაჟირება სამინისტროში გაიარეს. ასეთი მიდგომა მქონდა მე. მე გავაჟღერე ინიციატივა, რომ სტაჟირება სტუდენტებმა სამინისტროებში გაიარონ. ეს არის საშუალება, რომ არაკომპეტენტური კადრების გამოვლენა და ჩანაცვლება მოხდეს. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება როდესაც თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდა შევა სამინისტროში და მის ირგვლივ ათი არაკომპეტენტური იქნება, ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ. ასე უნდა მოხდეს საჯარო სამსახურის რეფორმა. მე პირადადა სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს, რაც საქართველოში ძალიან ჭირს“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნული პრემიერმა ჯერ კიდევ მარტის თვეში გააკეთა, როდესაც ის თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






