ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი, თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ, ჟურნალისტებს, ჯერ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აცნობა, შემდეგ კი თვადაც დაადასტურა.
მარგიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, ოპონენტების მიერ მერიის მუშაობის შეფერხებას და " უწყებაში ბზარის შეტანას" ისახავდა მიზნად.
„რას ვუკავშირებ გავრცეკელბულ ინფორმაციას? ჩვენი ოპონენტების და ზოგადად არამზადების სურვილს, რომ რაღაც ბზარი შეიტანონ მერიის მუშაობაში. მათდა სამწუხაროდ არ გამოუვათ. ახალ წელთან დაკავშირებითაც...ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებს ალიკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ალიკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს მისცემს და ძალიან ცუდ სიმღერას შეასრულებს. ისე რომ ვინც ყველაზე იაფს სთავაზობს ასეთ პროექტებზე ის არ ნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსავალია. ამიტომ კეთდება გამარტივებული შესყიდვა და ირჩევა ის შემსრულებლები რაც ხალხს სჭირდება და შესაბამისად კეთდება ამ შემსრულებლების დაკონტრაქტება.“- განაცხადა მარგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






