პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატურები სრულად აკმაყოფილებდნენ ცესკოს მოთხოვნებს.
„მათი შერჩევა და წარდგენა სწორედ პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით მოხდა. ცოტა უცნაურია, რომ არგუმენტების და მოტივაციის გარეშე პარლამენტმა არ დაუჭირა მათ მხარი. სამი დღის ვადაში პრეზიდენტმა ამ კონკურსში მონაწილე სხვა ორი კანდიდატურა უნდა წამოუდგინოს პარლამენტს, ისინიც თუ ვერ მიიღებენ პარლამენტის მხარდაჭერას, ახალი კონკურსი გამოცხადდება“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურა შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






