უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი არ ეთანხმება იმ დეპუტატებს, ვინც პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭრია.
მისი თქმით, ზურაბ ხრიკაძე ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატია და იმედოვნებს, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გახდება.
„დეპუტატების უმრავლესობა ამ ადამიანებს არ იცნობს. როგორც წესი ეს არის ხოლმე პრობლემა. იმედს ვიტოვებ, რომ მხოლოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ყველაზე საუკეთესო კანდიდატია ზურაბ ხრიკაძე ამ საქმისათვის და დასანანია, რომ დღეს ის არ გახდა ცესკო-ს წევრი“, - განაცხადა ხიდაშელმა.
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურა შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






