ჟენევაში მყოფი ქართული დელეგაცია გამთენიისას თბილისში დაბრუნდა. როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის მიადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, ჟენევაში ქართულმა დელეგაციამ ყველა დასახულ მიზანს მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ დაისვა პრინციპული საკითხები.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რთული მოლაპრაკებების მიუხედავად ეს ფორმატი მნიშვნელოვანია.
„ქართულმა დელეგაციამ ყველა დასახულ მიზანს მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ დაისვა პრინციპული საკითხები, პირველ რიგში ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამართლებრივად მავალდებულებელი საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ხაზი გაესვა ჩვენი მხრიდან ადმიანის უფლებების დაცვისათვის იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც მოაქვს ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის“, - განაცხადა ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა, ჟენევის ფორმატის ფარგლებში, მარტში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






