ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფებმა იმძლავრეს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ახლადარჩეულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსეთთან ურთოერთოებების დალაგების პოლიტიკა და ამ გზით მისცა ამომრჩეველს პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიოანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ამ პრორუსული ელემენტების აქტივობა, ერთი შეხედვით თითქოსდა ატარებს მშვიდობიან ფორმას (soft power), და მათიი იდეები უკავშრდება შემდეგს:
1. რუსეთი არის საქართველოს მოძმე ქვეყანა, ვინაიდან არის მართლმადიდებლური სახელმწიფო
2. საქართველომ უარი უნდა თქვას ევროატალნტიკურ ინტეგრაციაზე, რათა არ გავაღიზიანოთ ,,მოძმე ერთმორწმუნე“ ჩრდილოელი მეზობელი
3. რუსეთი არის საქართველოს მთავარი ეკონომიკური-სავაჭრო პარტნიორი
რეალურად კი სიტუაცია ასეთია:
- რუსეთი არ არის მოძმე ქვეყანა, ვინაიდან მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი და საქართველოსთან ურთიერთობებში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოფიციალურად იწოდება ოკუპანტად
- საქართველოს ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ვინაიდან მოსახლეობის 75%-ზე მეტმა საერთო პლებისციტზე მხარი დაჭირა ჩვენი ქვეყნის დასავლურ სამყაროში შესვლას
- რუსეთი არ არის საქართველოს მთავარი ეკონომიკური-სავაჭრო პარტნიორი, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშკეკრულების შესაბამისად სულ უფრო რეალური გახდა ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება
მიუხედავად ამ რეალობისა, გარკვეული ძალები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ ისეთი მოსაზრებების გავრცელებას, როგორიცაა მაგალითად საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, რუსეთთან მეგობრობა და ა.შ.
ამ ძალებმა მიაღწიეს იმდენს, რომ ბოლო დღეებში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში თვალსაჩინო ადგილებზე გაჩნდა რუსული ავიაკომპანია ,,აეროფლოტის“ დიდი ზომის სარეკლამო ბანერები, ამ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს დროშის გამოსახულებით, ასევე ნიშანდობლივია დღევანდელი შემთხვევა, როდესაც კახეთ-ავარეთის გზის მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართული აქციის საწინააღმდეგოდ ჩატარდა კონტრაქცია, რომლის მონაწილეებიც მოურიდებლად აფრიალებდნენ ამ დროშას.
შექმნილი ვითარება ცხადხჰყოფს, რომ ეს არის არა პოლიტიკური, არამედ საერთო ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელი ქმედებები და აუცილებელია მასთან ბრძოლა.
,,რეფორმატორთა კლუბი“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით განიხილოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის გამოყენების დანაშაულად გამოცხადების საკითხი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა, ვინაიდან ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ზოგად საერთო-ეროვნულ ღირებულებებს და მიჩნეულია ანტისახელმწიფოებრივ აქტად - ეს ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულთა კარშია მოცემული.
თუკი საქართველოს დროშის ან გერბის საჯაროდ შეურაცხყოფა წარმოადგენს დანაშაულს ისე, რომ ეს არ არის დაკავშირებული აზრის გამოხატვის ან პოლიტიკური შეხედულებების გავრცელების უფლების შეზღუდვასთან, რატომ არ უნდა იქნას ასევე დაცული ჩვენი საერთო-ეროვნული ღირებულებები ოკუპანტი სახელმწიფოს დროშის საჯაროდ გამოყენების აკრძალვის მეშვეობით?
,,რეფორმატორთა კლუბი“ საქართველოს პარლამენტს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლს მეორე ნაწილის სახით დაემატოს შემდეგი შინაარსის ფორმულირება:
,,2. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო გერბის ან დროშის ან/და სხვა ტიპის სახელმწიფო ატრიბუტიკის საზოგადოებრივ ადგილებში თვალსაჩინოდ განთავსება ან/და გამოყენება, -
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






