კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ დღეიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს.
ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე დავით მიკუჩაძე აცხადებს.
მისი თქმით, მთავრობასთან საინიციატივო ჯგუფმა კონსულტაციები გამართა, რომლის შედეგად გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები გადაწყვეტილი იქნება.
"ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ფრენის სიხშირეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, გუშინ გადაწყდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, 12 დეკემბრიდან აღდგება ჩვენი კომპანიის ფრენები თბილისი - მოსკოვის მიმართულებით. საინიციატივო ჯგუფი დანაპირების შესრულებას ელოდება ორშაბათიდან ეტაპობრივად, ორშაბათამდე ჩვენ ვწვეტთ აქციებს, თუ ორშაბათიდან არ დაიწყება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაგძრელოთ მასშტაბური აქციები“, - აცხადებს მიკუჩაძე.
მასალის გამოყენების პირობები






