კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ ავარო-კახეთის გზის გახსნით რუსეთი საქართველოს სამხედრო ოკუპაციას გაიადვილებს.
მისი თქმით, ამ გზის გახსნას ყველა წინ უნდა აღიდგეს.
„ავარო-კახეთის გზის გახსნა ტოლფასია ახალი 'როკის გვირაბის' სინდრომის გაჩენისა, ამჟამად - კახეთში.
მიზანი ამ პროექტისა არა მარტო აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო ოკუპაციას გაუადვილებს პუტინის რუსეთს, არამედ ასევე ამუშავებისთანავე გამოყენებულ იქნება კახეთში დიდი რაოდენობით შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელების შემოსვლისათვის ისლამისტური ტერორიზმის უჯრედების გასაჩენად; ასევე, სავარაუდო პასპორტიზაციისთვის იქ მცხოვრები ადამიანებისა და შემდგომ ამ ყველაფრის ახალი სამხედრო შეტევის განსახორციელებელ მიზეზად გამოყენებისათვის.
ერთი ერთზე მეორდება ის, რაც საბჭოთა მთავრობამ ცხინვალის რეგიონში გააკეთა ჯერ როკის გვირაბის გახსნით, შემდგომ ადგილობრივების ჩვენგან გაუცხოებით და საბოლოოდ, ომით.
საქართველოსთვის ამ კატასტროფული გზის გახსნას ყველა ორგანიზებულად წინ უნდა აღვუდგეთ, ვისაც ქვეყნის და საკუთარი შთამომავლობის ბედი გვაწუხებს“, - წერს ნიკა რურუა „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






