„განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსი საქართველო და სომხეთის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა საგარეო კურსს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი იანვრიდან გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ჩვენ კი - ხელი მოავაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს ჩვენს ურთიერთობებს არ შეეხება. პირიქით, ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნების ინტერესებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედ სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.. საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა არსებობს, რაც ჩვენი მეგობრობის მტკიცე საფუძველია. მიმდინარე წელი საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობაში ვიზიტების განსაკუთრებულად აქტიური დინამიკით გამოირჩევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






